პარიზის მოდის კვირეულის მთავარი პრემიერა "დიორის" ახალი კოლექციის ჩვენება იყო:მარია გრაცია კიურიმ სტუმრები როდენის მუზეუმში შეკრიბა. ეს არის ერთადერთი დეტალი, რაც არ შეცვლილა: ამჯერად დიზაინერმა "პრინცესებისთვის" განკუთვნილი კაბები შემოგვთავაზა, ზედმეტი გაფორმების გარეშე. ბრენდის კოლექციის მთავარი მოტივი შავ-თეთრი ტონალობა იყო, რომელიც პოდიუმზე სიურეალისტურ ვარიაციებში მოგვევლინა. მიმზიდველ დეტალს აქსესუარი წარმოადგენდა, რომელიც თვალებზე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებდა.