სელენა გომესი Puma-ს გაზაფხულის კოლექციის სარეკლამო კამპანიის გმირი გახდა. ფოტოსესიის კადრებში მომღერალი არაჩვეულებრივ ფიზიკურ შესაძლებლობებს წარმოაჩენს. აღსანიშნავია, რომ კოლექციის შექმნისას ბრენდის წარმომადგენლები ნიუ-იორკის ბალეტის მოცეკვავეებთან აქტიურ თანამშრომლობას აწარმოებდნენ, ითვალისწინებდნენ მათ რჩევებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხერხებული და პრაქტიკული სამოსი შეექმნათ. ბალეტისთვის განკუთვნილი სპორტული კოლექცია შარვლებს, ტოპებს და სპორტულ ბიუსჰალტერებსა მოიცავს. ფასები 35-დან 120 დოლარამდე მერყეობს.