პარიზში, მამაკაცის მოდის კვირეულის ფარგლებში Louis Vuitton-ის 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება შედგა, რომელმაც განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა: ერთი დღით ადრე, ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა, კიმ ჯონსმა გაანცხადა, რომ Louis Vuitton-იდან მიდის. დიზაინერი ბრენდში 2011 წლიდან მუშაობს და მის სახელს ბევრი გახმაურებული კოლაბორაცია უკავშირდება: მათ შორის Supreme-თან.
უკანასკნელი კოლექცია ვარსკვლავური გამოვიდა: ჩვენება ლეგენდარულმა მოდელებმა: ნაომი კემპბელმა და ქეით მოსმა ერთნაირი ტყავის ქურთუკებით დახურეს.