გუშინ საღამოს, ბელა ჰადიდი პარიზში ჩაფრინდა. პაპარაცებმა მოდელი სასტუმრო Le Royal Monceau Raffles-დან გამოსვლისას დააფიქსირეს. მოდელი საფრანგეთის დედაქალაქს ბრენდ Heron Preston-ის შოუზე მონაწილეობის მისაღებად ესტუმრა.
ჯიჯის უმცროსმა დამ ქუჩის სტილისთვის სპორტული იმიჯი მოირგო: Heron Preston-ის მოსაცმელი, ტოპი, მაღალყელიანი წინდები და Balenciaga-ს სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც უკანასკნელი პერიოდის ნამდვილი მოდური ჰიტია. აქსესუარების სახით კი სათვალე და ჩანთა არჩია. ბელამ პაპარაცების წინ ემოციები ვერ შეიკავა და მონატრებული მეგობრის დანახვისას თამამად გაიქცა.
Balenciaga-ს Triple S Sneakers-ის ღირებულება 595 ფუნტია.