ჯონი დეპისა და ვანესა პარადის ქალიშვილმა, 18 წლის ლილი როუზ-დეპმა მეგობარი ფოტოგრაფის ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა. მოდელმა ფოტოსესიას ვიზაჟისტების, სტილისტებისა და ასისტენტების ჯგუფის ჩარევის გარეშე გაართვა თავი.
ექსპერიმენტის შედეგი საკმაოდ თამამი და ამავდროულად ნაზი ფოტოებია, რომელსაც თავად ფოტოგრაფმა, ლუკ გილფორდმა "გულწრფელი ფოტოების" სერია უწოდა. კარლ ლაგერფელდის ერთ-ერთი მუზა მრავალფეროვან ხასიათს წარმოაჩენს.
ყველაზე საინტერესო ფოტოზე გოგონა დედის, ვანესა პარადის ერთ-ერთ ძველ ფოტოს იმეორებს - პარიკით, სიგარეტით და თითქმის ტანსაცმლის გარეშე.
თავად ლუკ გილფორდი ფოტოების ხასიათს შემდეგნაირად აღწერს:
"ინტიმურობაზე ბევრი ვიფიქრე, ეს ჩემი სამუშაოს და გრძნობების მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელსაც ვცდილობ ჩემი ფილმებისა და ფოტოების მეშვეობით გადმოვცე. მჯერა, რომ ინტიმურობაც ურთიერთობის მსგავსად ნდობას ეფუძნება. მას მუშაობა და მოთმინება სჭირდება, ამ იდეით გადავწყვიტეთ მე და ლილიმ ამ პროექტის განხორციელება."