დემნა გვასალიას ახალ შემოქმედებაში 90-იანების გავლენა ისევ იგრძნობა, Balenciaga-ს მიერ წარმოდგენილი ეს თმისამაგრიც აუცილებლად გაგახსენებთ იმ წლებს. ქართველმა დიზაინერმა ამჯერადაც წარმატებით დაუმკვიდრა მარტივ ნივთს მაღალი მოდის სტატუსი. ტყავის თმისამაგრის ღირებულება 225 $-ია. მასზე ოქროსფრად ბრენდის სახელია დატანილი და სამ ფერში: ცისფერში, ყვითელსა და ვარდისფერში გვხვდება.