ვიქტორია ბექჰემმა ჟურნალი Vogue-ის ესპანური გამოცემისთვის იპოზიორა. დიზაინერმა ფოტოსესიაში რამდენიმე იმიჯი მოირგო და შედეგით გულშემატკივრების გაოცება გამოიწვია.
43 წლის ასაკში ვიქტორია შეუდარებლად გამოიყურება: გამოკვეთილი წელი და აჭიმული კუნთები. თუმცა სოციალურ ქსელებში მომხმარებელთა აზრი ორად გაიყო: ბრწყინვალე გარეგნობის საპირისპიროდ, მას ზედმეტ სიგამხდრესაც აბრალებენ. წითელ კაბაში ბექჰემი საკუთარი ბრენდის ფეხსაცმელებით პოზირებს.