44 წლის ჰეიდი კლუმმა მსოფლიო ბუნებრივი გარეგნობით გააოცა. მოდელი გერმანული Harper's Bazaar-ის თებერვლის ნომრის გმირი გახდა.
ჰაიდი ყდაზე თეთრ კაბაში, გაშლილ თმასა და მაკიაჟის გარეშე გამოჩნდა. ყდის მეორე ვარიანტისთვის კი თეთრი პერანგი და მუქი კოსტიუმი მოირგო. კლუმის გულშემატკივრები აღნიშნავენ, რომ კოსმეტიკის გარეშე მოდელს თავის ასაკზე უმცროსის შეხედულება აქვს.
ჰეიდის აღიარებით, ის ყოველდღიურ ცხოვრებაშიც იშვიათად იყენებს კოსმეტიკას და ვიზაჟისტების დახმარებას მხოლოდ ოფიციალურ ღონისძიებებზე მიმართავს.
ჰეიდი კლუმი მრავალშვილიანი დედაა. ყოფილი ქმრისგან, მუსიკოსი სილისგან ის 4 შვილს ზრდის: 13 წლის ჰელენს, 12 წლის ჰენრის, 11 წლის იოჰანს და 8 წლის ლუს. 2017 წლის სექტემბერში სუპერმოდელი 31 წლის შეყვარებულს, ვიტო შნაბელს 3 წლიანი ურთიერთბის შემდეგ დაშორდა.