ახლახანს მილანში მამაკაცის მოდის კვირეულის ფარგლებში ბრენდ Dsquared2-ის ჩვენება გაიმართა. დიზაინერებმა წარმოგვიდგინეს ახალი კოლექცია, რომელიც კოვბოის თემატიკით, როკის ესთეტიკითა და ბოჰემითაა შთაგონებული. იტალიური ბრენდის ჩვენების დროს პოდიუმზე პოპულარული მოდელები ბელა ჰადიდი და კენდალ ჯენერი გამოჩნდნენ.
21 წლის ბელა პოდიუმზე ჯინსის პერანგით, კუბოკრული ქურთიკით და სანდლებით გამოჩნდა. მისი მეგობარი კენდალი კი უფრო ნაზი და ეფექტური კომპლექტით: პრინტის გრძელი კაბით და ბეწვის მოსასხამით. მაკიაჟი და თმა ჩვენებაზე მაქსიმალურად მინიმალისტური იყო: თვალებზე აქცენტით.