1992 წელს ეკრანზე Pepsi-ის რეკლამა გამოჩნდა, რომელიც მომავალში სინდი კროუფორდის მონაწილეობის გამო ლეგენდარული გახდა. ვიდეომ უდიდესი წარმატება მოიპოვა. სუპერმოდელი ხშირად იხსენებს, რომ ადამიანები მისი დანახვისას სიტყვა "პეპსის" ყვიროდნენ. და აი, 26 წლის შემდეგ, სინდი დაბრუნდა რათა თავისი ტრიუმფი კვლავ გაიმეოროს. სამწუხაროდ, მთლიანი ვიდეო ჯერ არ გამოსულა, მისი პრემიერა 4 თებერვალს ამერიკული ფეხბურთის თასზე შედგება. მანამდე შეგვიძლია დავტკბეთ იმ მოკლე რგოლით, სადაც სინდი ისეთივე შეუდარებელია, როგორც 1992 წელს. აღსანიშნავია, რომ სრულ რეკლამაში პრესლი გერბერსაც ვიხილავთ. "გადასაღებ მოედანზე ჩემი ვაჟიშვილით საოცრად ამაყი ვიყავი."-განაცხადა სინდიმ.
ორიგინალური ვიდეო, 1992 წელი
ახალი თიზერი