კენდალ ჯენერი Harper's Bazaar-ის თებერვლის ნომრის გმირია. ვარსკვლავმა საკუთარი ცხოვრების და სამოდელო კარიერის სირთულეების შესახებ ისაუბრა. კენდალის აზით, სოციალური ქსელები თანამედროვე მოდელებს საერთოდ არ ეხმარებათ. "მეც მომიწია ბევრ კასტინგსა და მოლაპარაკებებზე სიარული, რათა ვყოფილიყავი იქ, სადაც ახლა ვარ. სოციალური ქსელები ამაში საერთოდ არ დამეხმარა. ახლაც მაქვს დღეები, როცა მუშაობა 12 საათიდან 24 საათამდე მიწევს. თანამედროვე მოდელებს ნამდვილად არ აქვთ იმაზე მარტივად საქმე, ვიდრე 90-იანების სუპერმოდელებს."
ხანდახან, სამუშაო ისეთ ზემოქმედებას ახდენს, რომ კენდალს პანიკური შეტევა ეწყება: "ხანდახან გარემო მოვლენების ზემოქმედებით ისეთ შფოთვას ვგრძნობ, რომ გვიან ღამით პანიკური შეტევა მაღვიძებს. რატომ ხდება ეს? რთულია გიპასუხოთ, რადგანაც ერთ მიზეზს ვერ გამოვყოფ. უბრალოდ ვფიქრობ იმაზე, რომ სამყაროს სიყვარული სჭირდება. როცა სოციალურ ქსელში შედიხარ, ხედავ, რომ ადამიანები ერთმანეთზე საშინელ რამეებს წერენ. ამის წაკითხვის შემდეგ, რთულია პოზიტიურობა შეინარჩუნო".