მონაკოში მცირეხნიანი დასვენების შემდეგ, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო პასუხისმგებლობას დაუბრუნდნენ. ამჯერად ისინი ბრიტანული რადიოსადგურის Reprezent-ის ოფისს ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანი დიჯეებთან მუსიკის გამოყენების შესახებ გასაუბრება იყო. 2018 წელს პირველი ოფიციალური გამოსვლისთვის, პრინცის საცოლემ Burberry-ის შარვალი(395$), Marks & Spencer-ის ჯემპერი(75$) და ნაცრისფერ-ხორცისფერი ქურთუკი მოირგო.
"მეგან მარკლი შესაძლოა ჯერ სამეფო ოჯახის ოფიციალური წევრი არაა, თუმცა ის ზამთრის მოდის დედოფალია"-წერენ ბრიტანული ცნობილი გამოცემები. აღსანიშნავია, რომ Smythe-ის ქურთუკი მაღაზიებიდან მეგანის გამოჩენის შემდეგ ერთ საათში ამოიყიდა. მათი შეძენა ახლა მხოლოდ შეკვეთით ხდება, რომელიც მოთხოვნის შემთხვევაში ხელმისაწვდომი მხოლოდ და მხოლოდ აგვისტოში იქნება.