კარლ ლაგერფელდი წლების განმავლობაში ფრანგულ მოდის სახლს "შანელს" ედგა სათავეში და მისი დიზაინით შექმნილი სამოსი ქალების აღფრთოვანებას ყოველ სეზონზე იწვევდა. ახალი კოლექციების შესაქმენლად ლეგენდარულ მაესტროს რამდენიმე ბრწყინვალე ქალი ჰყავდა მუზად, რომელთა წყალობითაც შექმნა მოდის განუმეორებელი ხელწერა, რომელსაც დღეს მსოფლიო ემშვიდობება.
#1 დაიანა კრუგერი
მათ ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როცა დაიანა 16 წლის იყო, მას შემდეგ მათ მამა-შვილური ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდისთვის მსახიობმა დიდხანს არ იმუშავა, ის დღემდე ძალიან იშვიათად ღალატობს ამ ბრენდს.
#2 ვანესა პარადი
90-იანებში ფრანგმა მოდელმა გერმანელის გული დაიპყრო და მან ის მთავარი სუნამოს სახე გახადა. წლების შემდეგ კი თავის მუზა კვლავ გაიხსენა და ტუჩსაცხის სარეკლამო კამპანია მიანდო.
#3 ბლეიკ ლაივლი
ბლეიკი არამხოლოდ აქსესუარების ხაზის Chanel Mademoiselle-ის სახეა, არამედ ერთ-ერთი ჩანთის მოდელს მისი სახელიც კი ქვია. კარლი გოგონას "ამერიკულ ოცნებასაც" უწოდებს.
#4 კლაუდია შიფერი
მათი თანამშრომლობა 90-იანებში დაიწყო, მაშინ როცა კლაუდიას ჯერ კიდევ არავინ იცნობდა. ერთად 7 წელი იმუშავეს, შთაგონება ამოიწურა, თუმცა მეგობრობას დღემდე განაგრძობენ.
#5 ლილი როუზ დეპი
ლაგერფილდის კოლექციებში არც ისე დიდი ხნის წინ ახალი სიცოცხლე გაჩნდა: თავისი ერთ-ერთი მუზის ქალიშვილით კარლი განსაკუთრებით მოიხიბლა.
#6 კარა დელევინი
კარლმა გადაწყვიტა, რომ თავის ელეგანტურ სამყაროში ცოტაოდენი ამბოხი და ქაოსი შეეტანა და მუზად კარა დელვინი აირჩია.
#7 კრისტენ სტიუარტი
დიზაინერი კრისტენს თითქმის ყველა პროექტის წამოწყებისას იწვევს. ხშირად საჯაროდ გამოუხატავს მის მიმართ აღტაცება და უთქვამს, რომ სტიუარტი "შანელის" თანამედროვე სახეა.
#8 კირა ნაიტლი
მსახიობმა გაბრიელა შანელზე გადაღებულ მინი ფილმში ითამაშა. კარლი ამბობს, რომ "შანელის" სუნამოს გარეკლამებისთვის მასზე უკეთესი კანდიდატურა არ არსებობს.
#9 კაროლინ დე მეგრე
კიდევ ერთი სიყვარული 90-იანებიდან. მხოლოდ მას გამოუვიდა ბრენდის გლობალური სახე გამხდარიყო.