თეთრი საქორწილო კაბა ტრადიციული და კლასიკური ვარიანტია, თუმცა მოდის ინდუსტრია მის გამრავალფეროვნებას მუდამ ცდილობს. ზოგიერთი პატარძალი თავისი ექსტრავაგანტური ბუნების გამოვლენას ფერადი კაბით ან ასიმეტრიული ჭრილებით ცდილობს. ახლახან ინტერნეტი 2018 წლის საქორწილო ტრენდმა დაიპყრო: საქორწილო კომბინიზონი, რომლის ჩაცმასაც მხოლოდ თამამი პატარძლები გაბედავენ.
ესპანური ბრენდის Pronovias-ის მიერ შექმნილი ვარიანტი ახალ წელს კრისტინა პედროჩემ მოირგო. დიზაინერმა გაგვიმხილა, რომ კოსტიუმს სვაროვსკის 200 კრისტალი ამშვენებს და მასზე ჯგუფი 244 საათის განმავლობაში მუშაობდა. მისი მორგებით ამ დღეს ნამდვილად დაუვიწყარს გახდით.