ტრამპების ოჯახი ახალ წელს ფლორიდაში, საკუთარ რეზიდენციაში შეხვდა. პრეზიდენტის ოჯახმა მასშტაბური წვეულება მოაწყო. დონალდ ტრამპი მას მელანიასთან და ვაჟიშვილთან, ბარონთან ერთად ესწრებოდა. მამა-შვილმა საღამოსთვის კლასიკური სმოკინგი მოირგო. პირველმა ლედიმ კი Erdem-ის ვარდისფერი კაბა არჩია, რომელიც ყვავილებით იყო გაფორმებული.