ფაქტია, რომ სინდი კროუფორდი წლებთან ერთად უფრო ლამაზი და სექსუალური ხდება. ამჯერად მოდელმა ბრწყინვალე გარეგნობა ფრანგული Madame Figaro-ს ფოტოსესიაში დაამტკიცა. მოდის ფოტოგრაფის ჯეიმონ ბეიკერის გამოქვეყნებულ კადრებში ვარსკვლავი ობიექტივის წინაშე თამამად პოზირებს და იდეალური სხეულის დემონსტრაციას ეფექტურად ახდენს.