მოდის საერთაშორისო პორტალმა Models.com "წლის მოდელის" წოდების ყოვეწლიური შედეგები გამოავლინა. აღსანიშნავია, რომ შედეგები როგორც მოდის ინდუსტრიის, ისე მკითხველების არჩევნის მიხედვით შედგა. ინდუსტრიის ხმები 250 პროფესიონალს ეკუთვნის: ტოპ სტილისტებს, ფოტოგრაფებს, ვიზაჟისტებს, რედაქტორებს, დიზაინერებს და აშ. მკითხველის აზრის გასაგებად კი პორტალმა საყოველთაო გამოკითხვა ჩაატარა: მოდის გულშემატკივრებმა თავიანთი რჩეული შეარჩიეს. პროფესიონალების აზრი მკითხველის აზრს მხოლოდ ერთ კატეგორიაში დაემთხვა, ყველა დანარჩენი განსხვავებულ პიროვნებებს წარმოგვიდგენს.
წლის მოდელი ქალის კატეგორიაში:
ინდუსტრიის არჩევანი - მკითხველის აზრი
ადვოა აბოა - ბელა ჰადიდი
წლის მოდელი მამაკაცის კატეგორიაში:
ინდუსტრიის არჩევანი - მკითხველის აზრი
პოლ ჰამელინი - კამერონ დალასი
წლის ამომავალი ვარსკვლავი ქალის კატეგორიაში
ინდუსტრიის არჩევანი - მკითხველის აზრი
კაია გერბერი - კაია გერბერი
წლის ამომავალი ვარსკვლავი მამაკაცის კატეგორიაში
ინდუსტრიის არჩევანი - მკითხველის აზრი
ელტონ მესონი - პრესლი ეგრბერი
სოციალური მედიის ვარსკვლავი ქალის კატეგორიაში
ინდუსტრიის არჩევანი - მკითხველის აზრი
კამერონ რასელი - ბელა ჰადიდი
სოციალური მედიის ვარსკვლავი მამაკაცის კატეგორიაში
ინდუსტრიის არჩევანი - მკითხველის აზრი
ლუკა საბატი - ნილს ვისერი
საუკეთესო ქუჩის სტილი
ინდუსტრიის ვარსკვლავი - მკითხველის აზრი
ადვოა აბოა - რომი სტრიჯი
ვარსკვლავი მოდელის ამპლუაში ქალის კატეგორია
ინდუსტრიის არჩევანი მკითხველის აზრი
რიანა - ზენდაია
ვარსკვლავი მოდელის ამპლუაში მამაკაცის კატეგორია
ინდუსტრიის არჩევანი - მკითხველის აზრი
A$AP Rocky - ბრუკლინ ბექჰემი