კინოდაჯილდოვებების სეზონი ახლა იწყება, თუმცა ტიმოთი შალამემ უკვე მოასწრო საუკეთესო სტილის მქონე ახალგაზრდა მსახიობის ტიტულის მოპოვება. ვისაც ეს სახელი და გვარი არაფერს გეუბნებათ, შეგახსენებთ ამ წლის ერთ-ერთ ყველაზე გახმარუებულ ფილმს „Call Me by Your Name”, სადაც ახალგაზრდა მსახიობი 17 წლის ელიო პერლმანას როლს თამაშობს. როლმა უკვე მოუტანა შალამეს წარმატება - ნიუ-იორკის კინოაკადემიის აზრით ტიმოთი წლის „საუკეთესო მსახიობია“, ასევე მან Breakthrough Actor-ის ტიტულის მოპოვებაც შეძლო Gotham Independent Film Awards-ზე.
შალამე უფრო დიდი ასაკისაა ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. თუ ფიქრობთ, რომ ის თავის პერსონაჟის ელიოს ტოლია, ცდებით. ამ თვეში ამერიკელ მსახიობს 22 წელი შეუსრულდა. მან კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩაბარებაც მოასწრო, სწავლის გაგრძელება კი კლერ დეინსმა ურჩია, რომელიც მასთან ერთად სერიალ Homeland-ში თამაშობდა.
რაც შეეხება ჩაცმის სტილს, ტიმოთი ექსპერიმენტებს არ ერიდება. როგორც ჩანს, მსახიობს ყველაზე მეტად ხავერდი და ზამში მოსწონს.