მაღალი საყელო, გრძელი მკლავები, წელში გამოყვანილი სილუეტი, იატაკამდე სიგრძის ქსოვილი - 2017 წლის წითელი ხალიჩა გარკვეულ ტრენდებს ააშკარავებს. ჩვენმა საყვარელმა ვარსკვლავებმა წელს მრავალფეროვანი იმიჯით მოგვხიბლეს. ყველა სხვა შეჯამებასთან ერთად, ბრიტანული Vogue საკუთარ რჩეულ ათეულს აქვეყნებს:
#1 რუთ ნეგა
რუთმა წითელი ხალიჩა წელს რამდენჯერმე დაიპყრო. ხშირად ანიჭებდა უპირატესობას ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Valentino, Chanel და Louis Vuitton.
#2 რიანა
არსებობს ისეთი რამ, რაც რიანას არ შეუძლია? პოპ-ვარსკვლავს წელს ბარბადოსში მისი სახელობის ქუჩაც კი გაუხსნეს. Puma-სთან თანამშრომლობით ორი ჩვენება გამართა, გამოირჩა Manolo Blahnik-თან კოლაბორაციით და ქველმოქმედებასაც ხშირად მიმართა.
#3 ნატალი პორტმანი
ნატალი 2010 წლიდანაა Dior-ის სარეკლამო სახე. მსახიობმა ორსულობის პერიოდშიც საოცარი ელეგანტურობით მოიხდინა ყველა სამოსი.
#4 კლერ ფოი
მსახიობმა Erdem-ის, Gucci-ის და Oscar de la Renta-ს სამოსით იბრწყინა.
#5 ზოე კრავიცი
Vogue-ს ოქტომბრის ყდის გმირი სერიალ Big Little Lies-ის შემდეგ განსაკუთრებით პოპულარული გახდა.
#6 სოლანჟ ნოულსი
ბიონსეს დამ თავი წელს არაჩვეულებრივი ჩაცმულობით გამოიჩინა.
#7 ბრიჯიტ მაკრონი
წელს ბრიჯიტზე ბევრი ისაუბრეს, აკრიტიკეს არამხოლოდ ქმართან ასაკის სხვაობის გამო, არამედ სამოსითაც. ბევრჯერ შეადარეს მელანიას, მაგრამ ფაქტია ბრიჯიტ მაკრონმა იცის, როგორ ჩაიცვას სწორად და თან ისე, ასაკი რომ საერთოდ არ დაეტყოს. მისი ყველა იმიჯი წარმოადგენს საოცარ დამოუკიდებლობას.
#8 ემა სტოუნი
მსახიობმა საკუთარ სტილში დიდი რისკები გასწია, თუმცა ყოველთვის შარმითა და ელეგანტურობით გამოირჩეოდა.
#9 ზენდაია
სოციალური მედიის 21 წლის ვარსკვლავი "დისნეის" პრინცესობიდან წითელი ხალიჩის ელეგანტურ ლამაზმანად იქცა.
#10 ნიკოლ კიდმანი
ნიკოლმა საკუთარი სილუეტი ზედმიწევნით იცის და სასურველ ფერებსაც ეფექტურად იხდენს.