2017 წელს, დიზაინერის როლი ბევრმა ვარსკვლავმა მოირგო. მოდური ბრენდებისთვის საკუთარი კოლექციები ისეთმა პოპულარულმა და მოთხოვნადმა გოგონებმა წარმოადგინეს, როგორებიც არიან ჯიჯი ჰადიდი, კაია გერბერი და სხვები. 2017 წლის შეჯამებასთან ერთად, განვიხილოთ 2017 წლის 6 ყველაზე გახმაურებული ვარსკვლავური კოლაბორაცია.
#1 COACH X Selena Gomez
სელენა გომესი უკვე იყო COACH-ის სახე, წელს კი ბრენდის აქსესუარების ახალი კოლექციის შექმნაშიც მიიღო მონაწილეობა. თანამშრომლობის შედეგი წითელი ჩანთა გახდა.
#2 Gigi Hadid X Tommy Hilfiger
ჯიჯის ლეგენდარულ ბრენდთან ტომი ჰილფიგერთან უკვე რამდენიმე საერთო კოლექცია აკავშირებს. სუპერმოდელი ბრენდის სახეა. ამ კოლაბორაციის გარშემო იმდენად დიდი აჟიოტაჟი ატყდა, რომ სამოსი მაღაზიებიდან უსსწრაფესად ამოიყიდა.
#3 Rosie HW x PAIGE
როზი ჰანტინგტონი დიდიხანია რაც ბრენდ PAIGE-თან მუშაობს. ჯიჯის მსგავსად, ისიც საერთო კოლექციებს ქმნის.
#4 The Weeknd x H&M
ამ წელს დიზაინერებთან გაერთიანება The Weeknd-მაც გადაწყვიტა. აბელისა და შვედური ბრენდის კოლაბორაციის შედეგი რამდენიმე საათში ამოიყიდა.
#5 Fenty Puma By Rihanna
რიანა Puma-სთან დიდიხანია თანამშრომლობს. მათი საერთო კოლექციის ჩვენება წლევანდელ ნიუ-იორკის მოდის კვირეულზეც კი შედგა. Fenty Puma By Rihanna-ს ახალი კოლექცია ფუტურისტული და ექსპერიმენტალური გამოდგა.
#6 Marc Jacobs x Kaia Gerber
16 წლის მოდელმა არამარტო ჩვენებებით, არამედ Marc Jacobs-სთან თნამშრომლობითაც დაგვამახსოვრა თავი. მინი კოლაბორაციის შედეგი 80-იანების სტილის ჩანთა გახდა.