ამ წლის ზაფხულში კომპანია H&M-ის პირველი ბრენდის კოლექცია გამოვიდა, რომელმაც მიიღო სახელწოდება Arket და მოიცავს ქალების, მამაკაცების, ბავშვების სამოსს, ასევე სახლის ინტერიერის გასაფორმებელ აქსესუარებსა და აქვს საკუთარი კაფე „ახალი სკანდინავიური სამზარეული“. ახლა კი შვედური კომპანია H&M ახალი ბრენდის შექმნას გეგმავს ახალგაზრდა თაობისთვის, რომელსაც სახელი Nyden უკვე შეურჩიეს.
იდეის ავტორი და ბრენდის ერთ-ერთი დამაარსებლი 35 წლის ოსკარ ოლსონია. ის უკვე ოთხი წელია სწავლობს მომხამრებლების სურვილებსა და აუცილებლობებს. მისი აზრით Nyden არის სწორედ ის, რაც თანამედროვე ადამიანს სჭირდება. ახალი კოლექციის გაყიდვა 2018 წლიდან იგეგმება.