ახლახან გახდა ცნობილი, რომ Victoria's Secret-ის "ანგელოზი" ქენდის სვეინპული მეორე შვილზეა ორსულად. როგორც სჩანს, ფეხმძიმობის პირველ თვეებში მოდელი სხეულის დემონსტრირებისგან თავს არ იკავებს. ქენდისი ბრაზილიის არქიპელაგს Fernando De Noronh-ს ეწვია და სანაპიროზე თავს თეთრი საცურაო კოსტიუმით იწონებდა. მოდელს ჰერმან ნიკოლისთან პირველი ვაჟიშვილი 2016 წელს შეეძინა. წყვილმა პატარას ანაკა დაარქვა. ორსულობის მიუხედავად, სვეინპულმა 1 თვის წინ Victoria's Secret-ის-ის შოუში მონაწილეობა მაინც მიიღო.
"საოცარია თუ როგორ უბრუნდება სხეული მშობიარობის შემდეგ პირვანდელ სახეს. 3 თვის შემდეგ მეგონა, რომ ისეთივე სხეული აღარ მექნებოდა, როგორც ორსულობამდე და მთელ ყურადღებას პატარას ვაქცევდი. აღმოჩნდა, რომ ამაში ძუძუთი კვებაც გვეხმარება. "-განაცხადა მოდელმა აგვისტოში.
2017 წლის შოუზე: