Instagram-ი შექმნისთანავე საოცარი ფოტოების გალერეა გახდა და უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. იდეალური კადრები იდეალური ცხოვრებიდან, სადაც ადგილი არ აქვს მწუხარებას - ფოტოები პლანეტის ისეთი ადგილებიდან, რომლებსაც თავისუფლად ვუწოდებთ სამოთხეს. ამასთან, Instagram შთაგონების მშვენიერი წყაროა. 2017 წლის გაცილებასთან ერთად წარმოგიდგენთ ყველაზე მოდურ მამაკაცებს, რომლებმაც წელს ეს სოციალური ქსელი დაიპყრეს. მათ შორის არამხოლოდ ბლოგერები, არამედ სხვა სფეროს წარმომადგენლებიც არიან. ამ მამაკაცებს დიდი რაოდენობით გოგონები მიყვებიან, რათა შეყვარებულის გარდერობისთვის საინტერესო იდეები მათგან მიიღონ.
#10 დანიელ ფოქსი
@magic_fox
გერმანელის გვერდს 1.5 მილიონი ადამიანი მისდევს. დანიელი ქუჩიდან ყოველდღური სტილით გვაოცებს, სპორტდარბაზებიდან კი იდეალური სხეულის დემონსტრაციას ახდენს.
#9 რაიან კლარკი
@ryanstylesnyc
მამაკაცის სტილის კიდევ ერთი იდეალური წარმომადგენელი. რაიანი ნიუ-იორკში ცხოვრობს და როგორც სჩანს ძირითადად ამ უზარმაზარ მეგაპოლისში საოცარი ხედების ფონზე გადაღებას უძღვნის ცხოვრებას. ეს კი მას ბრწყინვალედ გამოსდის.
#8 მარიანო დი ვაიო
@marianodivaio
ვნებიანმა იტალიელმა წარმატება ჯერ მოდელის სტატუსით მოიპოვა, შემდეგ კი მოდის ბლოგერი გახდა. მისი მამაკაცის იდეალური სტილი იდეალურ იტალიურ ტრადიციებს ეყრდნობა. მარიანოს გული მშვენიერ ელეონარას ეკუთვნის. ცოტა ხნის წინ წყვილს ვაჟიშვილი შეეძინა.
#7 ნიკოლა სიმუესი
@nicolassimoes
კიდევ ერთი მოდელი ოღონდ ამჯერად საფრანგეთიდან. ნიკოლას სტილი პომპეზურობით გამოირჩევა. პარიზის ღირშესანიშნაობების ფონზე მისი მოდური ჩაცმულობები დახვეწილობით გამოირჩევა. მამაკაცს მომხიბვლელი ქერათმიანი შეყვარებული ჰყავს.
#6 მეთიუ ზორპასი
@matthewzorpas
მეთიუს სტილი მისი კოლეგებისგან განსხვავებით საკმაოდ მკაცრია. თუმცა სიმკაცრე მოსაწყენს არ ნიშნავს.
#5 დევიდ განდი
davidgandy_official
ბრიტანელი განდი მრავალ სფეროსაა მოდებული: მოდელი, მწერალი, დიზანერი, რეჟისორი, ფილანტროპი... ამ ყველაფრის შესახებ სწორედ თავის გვერდზე წერს, სადაც 800 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. დევიდი ფოტოსესიებიდან ხშირად გვიზიარებს კადრებს: სწორედ ის პოზირებს Dolce & Gabbana-ს სუნამოს Light Blue-ს რეკლამაში. დევიდი ფოტოსტუდიის გარეთაც დიდ ყურადღებას იპყრობს.
#4 ადამ გელაჰერი
@iamgalla
ადამ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბლოგერია, რომლის ინსტაგრამსაც 2 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს. ჩაცმა და ფონის შერჩევა ადამს ყოველთვის იდეალურად გამოსდის.
#3 მარსელ ფლორუსი
@marcelfloruss
მარსელი შესანიშნავ მაგალითს გვაძლევს თუ როგორ გავხდეთ მოდური ბლოგერი თვალშისაცემი გარეგნობის გარეშე. არაჩვეულებრივი თმის სტილისტი და ბწრყინვალე გემოვნება სოციალური ქსელის ვარსკვლავობას განაპირობებს.
#2 ჯეიდენ სმიტი
@c.syresmith
ცნობილი მსახიობის უილ სმიტის შვილი პატარა ასაკის მიუხედავად უკვე საოცრად ორიგინალური სტილის დემონსტრაციას ახდენს. ჯეიდენი ქუჩის სტილის ტენდეციებს წარმატებულად წარმოადგენს. ვარსკვლავი Louis Vuitton-ის სარეკლამო სახეა. თუმცა უმცროსი სმიტი თავის ცხოვრებას არა მოდას, არამედ მუსიკას უკავშირებს.
#1 ზეინ მაილიკი
@zayn
One Direction-ის ყოფილი სოლისტი მუსიკაში პოზიციებს აქტიურად ამყარებს: გამოუშვა სოლო ალბომი Mind Of Mine და ჩაწერა დუეტი Sia-სთან. ზეინი ინსტაგრამზე ფოტოსესიებისა და ქუჩის კადრებთან ერთად, შეყვარებულთან, ჯიჯი ჰადიდთან ერთად გადაღებულ შთმბეჭდავ ფოტოებსაც აქვეყნებს.