მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ქორწილის შესახებ საუბრები არ წყდება. ამჯერად პატარძლის საქორწინო კაბის შესახებ გავრცელდა ხმები. როგორც აღმოჩნდა, სამეფო ოჯახმა კაბისთვის ცნობილ დიზაინერს Inbal Dror-ს მიმართა, რომელმაც საქორწინო კაბის ესკიზების რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა. ესკიზებზე ასახული ყველა კაბა გრძელმკლავიანია, რაც პატარძლისთვის აუცილებლობას წარმოადგენს, ამასთან ყველა კაბას გამოყვანილი სილუეტი აქვს. Inbal Dror-მა ქვედაბოლოს განსხვავებული ვარიანტები შესთავაზა - როგორც მთლიანად ვიწრო და გაშლილი, ასევე მუხლებზე ვიწრო და მუხლს ქვემოთ გაშლილი.
რაც შეეხება კაბების ღირებულებას, დიზაინერის კაბების უმეტესობა 8-დან 10 ათას დოლარამდე მერყეობს, თუმცა ეს საქორწინო ჩაცმულობას არ ეხება. გავრცელებული ხმების თანახმად ქეით მიდლტონის კაბა 500 ათასი დოლარი დაჯდა. Inbal Dror-ის ესკიზები დადასტურებული არ არის, თუმცა ეს ერთ-ერთ ვარიანტად ნამდვილად განიხილება. მეგან მარკლის საქორწინო კაბის შეკერვისთვის სხვა მოდის სახლებიც იბრძოლებენ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ქორწილის ზუსტი თარიღი გახდა ცნობილი. ისინი 19 მაისს, უინძორების სასახლეში, წმინდა ჯორჯის ეკლესიაში დაიწერენ ჯვარს.
Inbal Dror-ის კაბები 2017 წლის შემოდგომის კოლექციიდან: