ექსკლუზიურად OK!-ის მკითხველისთვის – ახალგაზრდა ქართველი დიზაინერი, ვისი სახელიც უკვე საქართველოს ფარგლებს გასცდა და რომლის სამოსით მსოფლიოს ერთ-ერთი ნომერ პირველი მოდელი თავს იწონებს.
ირაკლი, საიდან დაიწყო ყველაფერი? როდის მიხვდით, რომ ტანსაცმლის შექმნა იყო ის, რისი კეთებაც გსურდათ?
ძალიან პატარა ვიყავი, ამას რომ მივხვდი. სამი წლის ასაკში უკვე ხატვით გახლდით დაინტერესებული და ნელ-ნელა იზრდებოდა ჩემი ინტერესიც მოდის სფეროს მიმართ.
როდის დაიკავა ამ სფერომ მნიშვნელოვანი ადგილი თქვენს ცხოვრებაში და როდის გადაწყვიტეთ, საკუთარი ბრენდი შეგექმნათ?
თავიდან სხვადასხვა დიზაინერთან ვმუშაობდი და მათ ვეხმარებოდი. ამან ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა და დიდი როლი ითამაშა ჩემს წინსვლაში. როდესაც პირველად ჩატარდა Georgian Fashion Week, უკვე პირადი კოლექცია წარვადგინე. მაშინ 19 წლის ვიყავი. შემდეგ, გარკვეული პერიოდი, საკუთარი სახელითა და გვარით ვაკეთებდი ჩემს ბრენდს, 2015 წელს კი, უკვე შევქმენი SITUATIONIST.
დემნა გვასალია ის ადამიანია, რომელზეც უკვე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს. იგი ალბათ, ყველა ქართველი დიზაინერისთვის ერთგვარი მოტივაციაა. იყო თუ არა დემნას ფაქტორი თქვენთვისაც მნიშვნელოვანი?
ვფიქრობ, დღეს ქართველ დიზაინერთა წარმატებას ორი ფაქტორი განსაზღვრავს: ეს არის Mercedes-Benz-ის პლატფორმა, რომელიც ყველა დიზაინერს საშუალებას აძლევს საკუთარი თავი მაქსიმალურად გამოავლინოს; ხოლო მეორე ფაქტორი უდავოდ გახლავთ დემნა გვასალიას წარმატება. მისი ქართული წარმოშობა ჩვენი დიზაინერებისთვის ნამდვილად ხელშემწყობი ნიუანსი გახლავთ. ახლა მოდის მთელი ინდუსტრია იცნობს საქართველოს და მათი ყურადღება ჩვენი ქვეყნისკენაა მოპყრობილი.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ OK!-ის დეკემბრის ნომერში...