ლეგენდარული მოდელი სინდი კროუფორდი და ბრიტანელი მსახიობი პეთსი პალმერი დიდი ხანია მეგობრობენ, მათი შვილები კაია და ფენტონიც ბავშვობიდან იცნობენ ერთმანეთს. მათთან დაახლოებული პირის ინფორმაციით ისინი შეყვარებულები არიან: „მრავალი წელია კაიას და ფენტომს მეგობრობა აკავშირებს, თუმცა მათი ურთიერთობა ახლა ახალ ეტაპზე გადავიდა“.
კაიას მსგავსად ფენტომიც სამოდელო ბიზნესშია, მაგრამ კაიასგან გასნხვავებით, რომელიც IMG Model-ის მოდელია მისი შეყვარებული The Dragonfly Agency-თან თანამშრომლობს. ბიჭის სამოდელო კარიერა შედარებით ნელა ვითარდება, თუმცა მოდის კრიტიკოსების აზრით პალმერს დიდი მომავალი აქვს.
კაიამ და ფენტონმა მთელი ბავშვობა ერთად გაატარეს. წყვილთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ 16 წლის კაიას სწორედ ასეთი ადამიანი სჭირდება გვერდით, რადგან გოგონას ძალიან რთული პერიოდი აქვს ცხოვრებაში - წელს კაია გერბერი ყველაზე განხულვადი სუპერმოდელია და უცებ მოპოვებულ პოპულარობასთან გამკლავება არც თუ ისე მარტივია.