2016 წლის ოქტომბერში ქენდის სვეინპული და მისი ქმარი ჰერმან ნიკოლი პირველად გახდნენ მშობლები - მათ ვაჟიშვილი ანაკა შეეძინათ. მშობიარობიდან ერთი თვის შემდეგ, მოდელი სამსახურს დაუბრუნდა, ერთი თვის წინ კი შანხაიში Victoria’s Secret-ის გრანდიოზულ შოუზე მიიღო მონაწილეობა. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ სვინპული კვლავ ფეხმძიმედაა. ახლახან კი ლამაზმანმა ინსტაგრამზე ფოტო გაგვიზიარა წარწერით: "შობა ნომერ მეორე პატარაზე ადრე დგება". ამით კი დაადასტურა, რომ მალე დედა კვლავ გახდება. ფოტო კი წინა ორსულობის პერიოდიდანაა, რადგანაც ჯერ მის ტანზე შესამჩნევი ცვლილებები არ შეინიშნება.
ქენდისმა ჰერმან ნიკოლი კარიერის დასაწყისში, პარიზში გამართულ კასტინგზე გაიცნო. მაშინ გოგონა 17 წლის იყო, მისი შეყვარებული კი 20-ის. 2015 წლის აგვისტოში ნიკოლიმ მოდელს ხელი სთხოვა, 1 წლის შემდეგ კი შვილი შეეძინათ.