2017 წლის ერთ-ერთი მთავარი თემა სექსუალური სკანდალები იყო, რომელიც ჰარვი ვეინშტეინით დაიწყო, კევინ სპეისით გაგრძელდა და სხვა მამაკაცი მსახიობებიც მოიცვა. როგორც სჩანს, სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა სოლიდარობის ნიშნად მსახიობებმა "ოქროს გლობუსის" დაჯილდოებაზე შავი სამოსით მისვლა გადაწყვიტეს. 2018 წლის 8 იანვარს, ბევერლი ჰილზის წითელი ხალიჩა სიმბოლურად შავ ფრად შეიღებება. ცნობილია რომ მერილ სტრიპი, ემა სტოუნი და ჯესიკა ჩესტეინი დაზარალებული ქალების მხარდასაჭერად შავ კაბებს იცვამენ.