მოდის მასშტაბური საძიებო სისტემა Lyst იმ ქალბატონების რეიტინგს ასახელებს, რომლებსაც ჩაცმულობით წელს ყველაზე მეტად შთაგვაგონეს. საინტერესოა ის, რომ მეოთხე ადგილას პრინცი ჰარის საცოლე მეგან მარკლი გავიდა, კემბრიჯის ჰერცოგინიამ, ქეით მილდტონმა კი მე-5 ადგილი დაიკავა.
რეიტინგის ავტორებმა ეს გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ მეგანმა ამ წელს ახალი სამეფო სტილის დემონსტრირება მოახდინა და კანადური, ამერიკული და ბრიტანული ბრენდების საუკეთესო შეხამება დაგვანახა. ქეითი კვლავ საუკეთესოდ ჩაცმული ქალბატონია, თუმცა მეგანმა ინოვაციურობით აჯობა.
რეიტინგის ლიდერი რიანაა.
მეორე ადგილს სელენა გომესი იკავებს
სამეულს კი ბელა ჰადიდი აგვირგვინებს