Versace-ს ახალი გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია მოდის სახლის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკულ შემთხვევას ეძღვნება - ბრენდის დამაარსებლის, ჯანი ვერსაჩეს გარდაცვალებას. კოლექცია პირველად მილანის მოდის კვირეულზე წარმოადგინეს, სადაც ჩვენება ნაომი კემპბელმა, სინდი კროუფორდმა, კლაუდია შიფერმა, კარლა ბრუნიმ და ჰელენ კრისტენსენმა ტრიუმფალურად დახურეს. მაისურები პრინტებით, აბრეშუმის კოსტიუმები ოქროს ორნამენტებით, ლეოპარდის პრინტის თავსაბურები კაია გერბერმა, ჟიზელ ბიუნდჰენმა, ჯიჯი ჰადიდმა და სხვა მოდელებმა მოიხდინეს. პირველმა ფოტოებმა ინსტაგრამი უკვე აქტიურად დაიპყრო. სტივენ მეიზელის ფოტოობიექტივში ირინა შეიკი და ნატალია ვოდიანოვაც მოხვდნენ, თუმცა მათი ფოტოები ჯერ არ არის გავრცელებული.
კაია გერბერი
ნაომი კემპბელი
კრისი ტარლინგტონი
ჟიზელ ბუნდჰენი
ჯიჯი ჰადიდი