ადრიანა ლიმამ მოულოდნელი განცხადება გააკეთა: სუპერმოდელი კამერის წინაშე ტანისამოსის გახდაზე უარს ამბობს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სექსუალური ვიდეოს გადაღება და მისი სოციალურ ქსელში განთავსება სთხოვეს. ადრიანას ეს ცოტა ადრეც ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ამ შემთხვევამ უბიძგა საბოლოოდ გამოეხატა საკუთარი აზრი. სუპერმოდელმა ინსტაგრამ გვერდზე გულშემატკივრებს შემდეგი ტექსტი გაუზიარა:
"მივიღე შემოთავაზება, გადამეღო სექსუალური ვიდეო და სოციალურ მედიაში განმეთავსებინა. წარსულში ბევრ მსგავს რამეში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ჩემში რაღაც შეიცვალა. როცა მეგობარმა განმიცხადა, რომ საკუთარი სხეული ბედნიერს არ ხდის, გამახსენდა, რომ ცხოვრებაში, ყოველი დღის დაწყებისას, ჩემ თავს ამ კითხვას ვუსვამდი: როგორ გამოვიყურები? ამიყვანენ თუ არა პროექტზე? ამ დროს გავაანალიზე, რომ ქალების უმრავლესობა გაღვიძებისას აკეთებს ყველაფერს, რათა სტერეოტიპების ჩარჩოში დარჩეს, რომელსაც მას საზოგადოება და სოციალური მედია უქმნის. ეს არასწორია, მეტიც, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანია. ამიტომაც გადავწყვიტე ყველაფერი შემეცვალა. მე აღარ გავიხდი ტანისამოსს ყველა შემოთავაზებისთვის და არაფრისმომცემი მიზნებისთვის."
35 წლის ლამაზმანმა გადაწყვიტა კარიერაში ცვლილებები შეიტანოს, მაგრამ ამის დაკონკრეტებას გაურბის. გულშემატკივრებისთვის უცნობია გულისხმობს თუ არა ადრიანა Victoria's Secret-თან თანამშრომლობას. მაგრამ, აღსანიშნავია ფაქტი, რომ მოდელმა ინსტაგრამზე გამოწერა ბევრ "ანგელოზთან" გააუქმა, ასევე აღარ მისდევს ბრენდის უფროსს ედ რაზეკს და თავად ბრენდის ოფიციალურ გვერდს.