დეკემბრის დასაწყისში ფერთა ინსტიტუტმა Pantone-მა, რომელიც თავის სფეროში ავტორიტეტს ფლობს, ტრადიციულად მომავალი წლის მთავარი ფერი გამოავლინა. 2017 წელს თუ ის მწვანე იყო, 2018-ში ულტრაიისფერი იქნება. კომპანიის დირექტორმა ლეატრის ეისმანმა ეს არჩევანი შემდეგნაირად ახსნა: "იმ დროში ვცხოვრობთ, როცა გამოგონებები და წარმოსახვითი თამაშები ძალიან მნიშვნელოვანია. ულტრაიისფერი კი სიახლისკენ გვიბიძგებს." საიტის მთავარ გვერდზე ღია იასამნისფერი ცის ფოტო განათავსეს.
ეს გადაწყვეტილება მართლაც სიურპრიზი აღმოჩნდა, რადგანაც 2018 წელი ჩინური კალენდრით ყვითელი ძაღლის ფერია და დომინანტ ტონალობად სწორედ ყვითელს წარმოიდგენდნენ. თუ მოდის ინდუსტრიას გადავხედავთ, სექტემბერში, ოთხივე მსოფლიო მოდის ქალაქში მოწყობილ კვირეულებზე ღია იისფერი ნამდვილი ჰიტი იყო. მომავალ სეზონებზე მოდაში იასამნისფერი ოფიციალურად დამკვიდრდა!
მაიკლ კორსი - Roland Mouret
Dries van Noten - Emporio Armani
Erdem - John Galiano
Monique Lhiullier - Carolina Herrera