ახლახან ცნობილი ფოტოგრაფების მერტ ალასას და მარკუს პიგოტას ფოტოწიგნაკი გამოვიდა. წიგნში 300-ზე მეტი ფოტოა შესული, რომლებიც მოდის სამყაროს და მის გმირებს ეძღვნებათ. ალბომის გამოსვლის დასაანონსებლად ფოტოგრაფებმა სოციალურ ქსელში კადრები გამოაქვეყნეს, ერთ-ერთ მათგანზე, ირინა შეიკი სრულიად შიშველი პოზირებს. მოგვიანებით, ფოტოსესიის კადრი მოდელმაც გაგვიზიარა, სადაც მის მკერდს მხოლოდ წიგნი ფარავს.