Game of Thrones-ს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და მისი პერსონაჟები მთელ მსოფლიოში უყვართ. კიტ ჰარინგტონი მათ შორის ერთ-ერთი ლიდერია, თუმცა ჟურნალმა GQ-მ წელს ის ყველაზე ცუდად ჩაცმულ მამაკაცად აღიარა.
მამაკაცებისთვის განკუთვნილი გამოცემა GQ თავისი ყოველწლიური სიებით ცნობილია: ის წლის ბოლოს ყოველთვის ავლენს კარგად და ცუდად ჩაცმული ვარსკვლავების რეიტინგს. ჯონ სნოუს შემსრულებელ მსახიობს, რომელიც 2018 წელს ქორწილს გეგმავს, ჩაცმულობა დაუწუნეს. ხმის მიცემაში მონაწილეობას ჟურნალის გუნდთან ერთად ცნობილი დიზაინერები: ჯიორჯიო არმანი, ტომი ჰილფიგერი, მაიკლ კორსი, კრისტოფერ ბეილი და პოლ სმიტი იღებდნენ.
ყველაზე ცუდად ჩაცმულთა ათეულში ცნობილი ბიზნესმენი და ინჟინერი ელონ მასკიც მოხვდა.
საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავის ტიტული კი Doctor Who-ის შემსრულებელს მეტ სმიტს ერგო. მასთან ერთად, საპატიო ათეულში ენდრიუ გარფილდი, A$AP Rocky, ჰარი სტაილსი, რაიან რეინოლდსი და ბრუკლინ ბექჰემი მოხვდნენ.
მეტ სმიტი
ენდრიუ გარფილდი
A$AP Rocky
რაიან რეინოლდსი
ბრუკლინ ბექჰემი