კარინ როიტფელდმა ჟურნალ CR Fashion-სთვის პირველი კალენდარი წარმოადგინა, რომელშიც ყველაზე მოთხოვნადი მოდელები დააკავა. პროექტისთვის გადაუღეს ჯიჯი ჰადიდს, ჯოან სმოლს, ქენდის სვეინპულს და სხვებს. რეკვიზიტის სახით გადაღებაზე სპორტული ტრენაჟორები გამოიყენეს.
როიტფელდის თქმით, კალენდრის მეშვეობით სხვადასხვა სილამაზის ადამიანების ყურადღება მიიქციეს: "კარიერის განმავლობაში, ხშირად მოვესწარი თეთრკანიან და შავკანიან მოდელებს შორის კონკურენციას, ისევე როგორც სხვადასხვა ფიგურის გოგონებს შორის. ამიტომაც კანსტინგზე მაქსიმალური მრავალფეროვნების მიღწევას ვეცადეთ. ფოტოსესია სილამაზის სხვადასხვა გაგებას ეძღვნება."
#1 ჯიჯი ჰადიდი
#2 ქენდის სვეინპული
#3 დანიელ ჰერინგტონი
#4 ბინკს უოლტონი
#5 ჰანა ფერგიუსონი
#6 ჰალიმა ადენი
#7 ჯოალი ლომბარდი
#8 გრეის ელიზაბეტი
#9 პერის ჯექსონი
#10 ენიკო მიჰალიკი
#11 ჯოან სმოლსი
#12 ჰეილი კლოუსონი
პროექტის ფოტოგრაფი ცნობილი სტივენ კლიაინია. კალენდრის გაყიდვით შემოსული მთლიანი თანხა ორგანიზაცია Special Olympics International-ს გადაეცემა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის სპორტულ ღონისძიებების მოწყობითაა დაკავებული.