ახლახან, ჰამბურგში, კარლ ლეგერფილდის სამშობლოში, "შანელის" შოუ გაიმართა. ლეგენდარულმა დიზაინერმა წარმოადგინა კოლექცია Meters d’at Paris-Hamburg. შოუ ანა ევერსმა გახსნა, თუმცა ჩვენების ვარსკვლავი, დიზაინერის ახალგაზრდა მუზა, 16 წლის კაია გერბერი გახდა. ვიოლონჩელისტის მუსიკაზე სინდი კროუფორდის ქალიშვილი დიდი ზომის შავ მაისურში და კეპში გამოჩნდა, შემდეგ კი თეთრი მოკლე კაბა მოირგო. მოდელმა ორივე იმიჯი იდეალურად წარმოადგინა - თავისი საფირმო სიარულის და გრძელი ფეხების დემონსტრირებით.
ჰამბურგში კარლის სხვა მუზებიც იყვნენ მოწვეულნი და ჩვენებას პირველი რიგიდან ადევნებდნენ თვალყურს. მოგვიანებით, კრისტენმა და ლილი როუზ დეპმა საერთო ფოტოებიც გადაიღეს.
ჩვენებას აკომპანიმენტს კლასიკური მუსიკა უწევდა.
კარლი ჰამბურგში დაიბადა, ევროპის უდიდეს საპორტო ქალაქში და თავის ფესვებს სწორედ საზღვაო ხასიათის კოლექციით დაუბრუნდა. "მე არასოდეს დამიტოვებია ეს ქალაქი, ის ჩემი ნაწილია. მიყვარს ჰამბურგი, რომელიც ჩემს გონიერებაშია ჩაბეჭდილი"-განაცხადა დიზაინერმა შოუს ბოლოს. კოლექცია მთლიანობაში გრაფიკული პრინტებით ხასიათდებოდა. მეზღვაურების შთაგონებით, ყველა მოდელი ქუდს ატარებდა.