ბრენდებმა Barbie და Tommy Hilfiger კოლაბორაციის შედაგად ცნობილი მოდელის, ჯიჯი ჰადიდის თოჯინა შექმნეს. სპეციალური სერიის Tommy X Gigi გაყიდვა ევროპისა და აშშ-ს რამდენიმე ქალაქში უკვე დაიწყო და მისი ღირებულება 50 დოლარს შეადგენს. 22 წლის მოდელმა თოჯინის სურათები საკუთარი Instagram-ის გვერდზე გამოაქვეყნა. ჯიჯი ჰადიდმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს წარწერა გაუკეთა - „ძალიან დიდი პატივია, რომ მე მაქვს ჩემი ბარბი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბარბის გაყიდვა დღესასწაულების წინ დაიწყო. მადლობა Tommy Hilfiger-სა და Mattel-ს არაჩვეულებრივი შესაძლებლობისთვის“.
თოჯინა სუპერმოდელის იმიჯის მიხედვით შეიქმნა. სათამაშო კლასიკურ დიდი ზომის მაისურშია გამოწყობილი, რომელსაც Tommy Hilfiger-ის ლოგო აქვს. მას ასევე მოკლე, თეთრი შორტები და სპორტული ფეხსაცმელი აცვია. ჩაცმულობა მთლიანად ემთხვევა ჯიჯის სამოსს Tommy Hilfiger-ის 2016 წლის შემოდგომის კოლექციის წარდგენაზე.
თუმცა ეს არ არის პირველი თოჯინა, რომელიც ცნობილმა ბრენდებმა მოდელის ვიზუალით შექმნეს