10 წლის წინ მსოფლიო ფრანგი ბავშვის ტილან ბლონდოს გარეგნობამ გააოცა, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე ლამაზი გოგონა უწოდეს. მსგავსი წარმატება ელის 6 წლის ანასტასია კნიაზევასაც, რომელსაც ეს სტატუსი ბრიტანულმა გამოცემებმა მიანიჭეს.
ტილან ბლანდო - ანასტასია კნიაზევა
"ინსტაგრამის" ახალი ვარსკვლავი სახის ნაკვთებით და ცისფერი თვალებით 558 ათას გამომწერს აგროვებს და ეს რიცხვი უფრო და უფრო იზრდება, ისევე როგორც ბრენდების დაინტერესება მასთან თანამშრომლობაზე. ყოველდღიურად ანასტასია ათობით ფოტოსესიაში იღებს მონაწილეობას და კონტრაქტს President Kids Management-თან აწარმოებს. შესაძლებელია, რომ ძალიან მალე მან ცნობილ სააგენტო IMG Models-თან გააფორმოს ხელშეკრულება, რომელმაც დები ჰადიდები და კაია გერბერი აღმოაჩინა.
ანასტასია კნიაზევა 2011 წელს მოსკოვში დაიბადა. მის სოციალურ ქსელებს ანას დედა განაგებს. პირველი ფოტო ინტერნეტში 2015 წელს გავრცელდა, როც გოგონა 4 წლის იყო. სწორედ მაშინ დაიწყო ფოტოსესიებსა და საბავშვო კამპანიებში აქტიური მონაწილეობა.