ერთი წლის წინ დონალდ ტრამპის გამარჯვებამ არამხოლოდ აშშ, არამედ მთელი სამყარო ორ ბანაკად გაყო. მხოლოდ ერთი რამ დარჩა უცვლელი: მისი ლამაზმანი მეუღლე მელანია იმდენად დამაჯერებელი იყო მოდური სამოსის არჩევისას, რომ ყველასთვის ცხადი გახდა: ქალბატონი 2017 წლის საუკეთესოდ ჩაცმული პიროვნება გახდებოდა. წელს, მელანიამ იმიჯით მრავალჯერ მოგვხიბლა, ვნახოთ რომელი სამოსი გამოირჩეოდა მისი წლევანდელი გარდერობიდან:
#12
ერთ-ერთი უკანასკნელი გამოჩენა: ნაძვის ხის ანთებაზე პირველმა ლედიმ Chanel-ის პალტოს სტილის კაბა აარჩია.

#11
მანამდე მელანიამ დეკორატორის ფუნქციები შეითავსა და თეთრი სახლი საახალწლოდ მორთო. ეს კი Dior-ის სადა კაბით მოახერხა.

#10
Gucci-ის კიმონო

#9
იაპონიის პრემიერ-მინისტრს კრისტიან დიორის კაბით შეეგება.

#8
საიდუმლო სამსახურის ცენტრში ვიზიტისას Burberry-ის პალტო და Christian Louboutin-ის დაბალძირიანი ფეხსაცმელი მოირგო.

#7
მელანია ეზოში მუშაობისასაც კი მოდურად იცმევს.
Balmain-ის კუბოკრული პერანგი

#6
Calvin Klein-ის ნაცრისფერი კოსტიუმი საქმიანი ქალბატონების საყვარელი იმიჯი გახდა.

#5
კიდევ ერთი იდეალური კოსტიუმი, რომელიც Ralph Lauren-ს ეკუთვნის, ჯასტინ ტრიუდოსთან შეხვედრისას მოირგო.

#4
პირველი ლედის ქალური იმიჯი: Max Mara-სპალტო და Roland Mouret-ს ღია ვარდისფერი კაბა.

#3
G20 სამიტზე ნამდვილი ფურორი მოახდინა: ამისთვის მაიკლ კორსის კაბა არჩია.

#2
დეომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა ტყუილად არ ფიქრობენ, რომ მელანია "დოლჩე და გაბანას გოგოა". საქმიან ვახშამზე, ლამაზმანმა ნამდვილი მასტერკლასი ჩაგვიტარა თუ როგორ ვატაროთ მაქმანის შავი კაბა.

#1
და ბოლოს, პირველი ლედის მთავარი მოდური ტრიუმფი - პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მორგებული Ralph Lauren-ის კაბა.






