ჯეიზის 48 წელი შეუსრულდა. დაბადების დღე მეუღლესთან, ბიონსესთან ერთად გაატარა. წყვილმა ვუდი ალენის ფილმის Wonder Wheel-ის ყურება გადაწყვიტა და კინოთეატრს მიაშურა. ფილმში მთავარ როლებს ჯასტინ ტიმბერლეიკი და ქეით უინსლეტი ანსახიერებენ.
ბიონსე კინოთეატრში მომხიბვლელი იმიჯით გამოცხადდა, ვარსკვლავს ყვითელსა და შავში გადაწყვეტილი კაბა ემოსა, რომელსაც ლურჯი ბეწვის მოსაცმელი და სათვალე დაუმატა. ჯეიზიმ კლასიკური შინდისფერი კოსტიუმი და თეთრი ბოტასები არჩია. აქსესუარებად რეპერმა რა თქმა უნდა, ოქროს სამკაული გამოიყენა.