ბოლო რამდენიმე კვირაა სელენა გომესი განსაკუთრებით განხილვადი გახდა მას შემდეგ, რაც The Weeknd-ს დაშორდა და ყოფილ შეყვარებულთან ჯასტინ ბიბერთან განაახლა ურთიერთობა. რამდენიმე დღის წინ 25 წლის ვარსკვლავი ლონდონში ჩაფრინდა, სადაც თავის ახალი სიმღერასთან დაკავშირებულ შოუში მიიღო მონაწილეობა. ერთი დილის მანძილზე მან ხუთი მკვეთრი სტილის გამოცვლა მოახერხა.
პირველი გამოსვლა - შავი ნაქსოვი შორტი და ნახევრადგამჭვირვალე მაისური, რომელსაც Fay Brand-ის კუბოკრული პიჯაკი და Mansur Gavriel-ის წითელი ფეხსაცმელი შეუხამა.
მეორე გამოსვლისთვის სელენამ Proenza Schouler-ის შავთეთრი სამოსი მოირგო, რომელსაც შავი სათვალეები შეუხამა.
ვარსკვლავმა Cushnie et Ochs-ის ატლასის მუქი ლურჯი კაბა მესამე გამოსვლისთვის შემოინახა.
25 წლის მომღერალმა Isabel Marant-ის შავი, ვარდისფერი ყვავილებით გაფორმებული კაბაც მოირგო.
საბოლოოდ კი სელენამ საკუთარი გამოსვლები Coach-ის ნახევრადგამჭვირვალე საზაფხულო კაბით დაასრულა, რომელსაც მაღალყელიანი ჩექმები შეუხამა.