ახალი წელი ახლოსაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჟურნალი Love მაყურებლისთვის განსაკუთრებულად ემზადება: გამოცემა როგორც წესი, ყოველწლიური კალენდარისთვის ვიდეორგოლს ავრცელებს და მაყურებელს ბედნიერ ახალ წელს უსურვებს. წლევანდელი რგოლი ისეთი სუპერმოდელების მონაწილეობით გამოირჩევა, როგორებიც არიან კენდალ კენელი, ჯიჯი და ბელა ჰადიდები, ემილი რატაკოვსკი, ეშლი გრემი, კარლი კლოსი, სტელა მაქსველი, სარა სამპაიო და სხვები. ინტერნეტში განსაკუთრებით ემილი რატაკოვსკის იმიჯს განიხილავენ, კადრებში გოგონა სპაგეტს მიირთმევს.