პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ნიშნობით, ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა მსოფლიოს განსაკუთრებული ყურადღება ისევ მიიპყრო. თუმცა, ინტერნეტში ახალ სამეფო ფიგურაზე: პლანეტის ყველაზე ახალგაზრდა დედოფალზე ალაპარაკდნენ. ეს მისი უდიდებულესობა ბჰუტანის მონარქი ჯეთსუნ პემა ვანგჩაკია.
დედოფალმა ჯეთსუნ პემამ ტახტი 21 წლის ასაკში დაიკავა, ახლა 27 წლის ასაკში კი ყველაზე ახალგაზრდა დედოფალია.
დაქორწინებამდე გოგონა ლონდონში საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლობდა. სწავლების დასრულების შემდეგ, პემა ბჰუტანში დაბრუნდა, რათა მის უდიდებულესობა ჯიგმე ჰესარ ნამგიელ ვანგჩაკზე ექორწინა, რომელიც ცნობილია სახელით Dragon King. "დიდი ხანი ვიცადე, სანამ დავქორწინდებოდი, მაგრამ ამას აღარ აქვს მნიშვნელობა, როდესაც სწორ ადამიანზე ქორწინდები."-განაცხადა დედოფლის ქმარმა.
2016 წლის თებერვალში, დედოფალმა ვაჟიშვილი გააჩნა - პრინცი ჯიგმე ნამგიელ ვანგჩაკი.
დედოფალი პემა ფილანტროპისტია - მას სამეფო საზოგადოებაში ბუნების დამცველად იცნობენ. ის ასევე საქველმოქმედო ორგანიზაციებში მუშაობს, მათ შორის წითელ ჯვარში.