თბილისი მოლში ესპანური ბრენდი Bolsero-ს მაღაზია გაიხსნა: ბრენდი მრავალფეროვანი ჩანთების დიზაინს, სამკაულებს და სხვადასხვა აქსესუარებს აწარმოებს, რომლებზეც ცნობილი დიზაინერები, სტილისტები და მოდის ბლოგერები მუშაობენ. Bolsero-სთან ერთად თავს მუდამ ელეგანტურად და მოდურად იგრძნობთ.
Bolsero-ს მომხმარებლები 14-დან 65 წლამდე ქალბატონები არიან, რომლებსაც სურთ უკანასკნელი მოდის ტენდეციებს მიყვნენ და არაჩვეულებრივი გემოვნებითა და ინდივიდუალურობით გამოირჩევიან. მაღაზიის ინტერიერი სპეციალურ, მყუდრო ატმოსფეროს ქმნის მომხმარებლებისთვის: ის სავსეა ვინტაჟური ელემენტებით.
Bolsero-ს ჩანთებს ინოვაციური დიზაინი აქვთ, რომლებიც პასტელური ფერებიდან მწვანესა და იასანისფერში გადაიზრდება. მაღაზიაში ყველა ქალბატონი იპოვნის თავის უნიკალურ ჩანთას, რომელიც მისთვის საინტერესო დეტალებითაა გაფორმებული.
აქ ასევე წარმოდგენილია შალის შარფები, ქუდები და ხელთათმანები, რომლებიც ზამთრის ყველაზე ცივი ტემპერატურისთვისაა განკუთვნილი. ყვავილოვანი პრინტები, ფერების გასაოცარი კომბინაცია და ბრჭყვიალები: Bolsero ამ სეზონზე შარფების და კომფორტული აქსესუარების მოყვარულებს, კლასიკური და თანამედროვე ტენდეციებით ნამდვილად გაგანებივრებთ. ბრენდის სამკაული მოდური ქალბატონის ქალურ სტილს შეავსებს.