ამ წლის შეჯამებაზე ჟურნალი Billboard-იც ზრუნავს. ლოს-ანჯელესში ყოველწლიური ტრადიციის მიხედვით, პრიზები იმ ქალბატონებს გადასცეს, რომლებმაც 2017 წელს მუსიკალურ ინდუსტრიაში დიდ წარმატებებს მიაღწიეს. წითელ ხალიჩაზე თავი ჰეიდი კლუმმა, ელ ფანინგმა, სიარამ, ალიშა ქისმა და სოლანჯ ნოულსმა მოიწონეს. საღამოს მთავარი გმირი სელენა გომესი გახდა, რომელსაც გამარჯვება ყველაზე საპატიო ნომინაციაში ერგო: "წლის ქალბატონი". სცენაზე სელენამ მადლობა უახლოეს მეგობარს გადაუხადა, რომელმაც წელს მას თირკმელი გადაუნერგა: "ვფიქრობ, რომ ეს ჯილდო ფრენსის ეკუთვნის, რადგანაც მან ჩემი ცხოვრება იხსნა".
#1 ელ ფენინგი
#2 ჰეიდი კლუმი
#3 სიარა
#4 ალიშა ქისი
#5 სელენა გომესი
#6 სოლანჯ ნოულსი