ცნოვილი ბრენდის Saint Laurent-ის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის სახე ქეით მოსი გახდა. შავ-თეთრ სარეკლამო რგოლში სუპერმოდელს თეთრი ქურქი შიშველ სხეულზე აცვია. მცირე ხანგრძლივობის ვიდეოს რეჟისორი ნატალი კანგილია, რომელმაც ქეით მოსი კუნძულ კაპრიზე გადაიღო.
შეგახსენებთ, ამ თვეში ქეით მოსმა ერთ-ერთ ინტერვიუში მოჰყვა, თუ როგორ შეიცვალა ცხოვრების წესი ასაკთან ერთად. თუ მანამდე სუპერმოდელს შეეძლო გაეცდინა სპორტული ვარჯიშები, დაეძინა მაკიაჟით და მიეღო არაჯანსაღი საკვები, ახლა ის გამოსწორდა: მიირთმევს სალათებს, სვამს წვენებს, რეგულარულად იკეთებს ნიღბებს და დადის სპორტულ დარბაზში სავარჯიშოდ.
ასევე, შეგახსენებთ, რომ ქეით მოსის გარდა ბრენდის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის სახედ ლეტიცია კასტა და ზოი კრავიციც იქცნენ.