ვიქტორია ბექჰემი ყოველ წელს უფრო და უფრო ძლიერდება და აქტიურად ამყარებს საკუთარ პოზიციებს მსოფლიო მოდის სამყაროში. ყოფილ სუპერმოდელს ძალიან დიდი წარმატება მოუტანა Estee Lauder-თან კოლაბორაციამ და არა მარტო ფინანსური თვალსაზრისით - ახალი კოლექციის შემდეგ ინვესტორების ყურადღება დიზაინერის მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა და ისინი მზად არიან ვიქტორიას ბრენდში ძალიან დიდი თანხებიც დააბანდოდ. უკანასკნელი გამოთვლებით ვიქტორია ბექჰემის მოდის იმპერია 100 მილიონი ფუნტი ღირს: რამდენიმე დღის წინ Paul-ის ყოფილმა მფლობელმა Victoria Beckham-ის ბრენდში 30 მილიონი ფუნტი დააბანდა. ახლა უკვე შესაძლებელია იმ კრიზისის დავიწყება, რომელსაც ცნობილი ფეხბურთელის მეუღლის ბრენდი 2017 წლის დასაწყისში განიცდიდა.