თეთრი სახლი საახალწლოდ უკვე მზადაა. ამის შესახებ ინფორმაცია პირველმა ლედიმ ტვიტერის მეშვეობით გაავრცელა. საპრეზიდენტო რეზიდენციის "დიასახლისი" მთელ პროცესს თავად განაგებდა. როცა ყველაფერი დასრულდა, მელანიამ შინ ბავშვები მიიპატიჟა, რათა საახალწლო დეკორაციები პირველებს მათ შეეფასებინათ. პატარა სტუმრების დასახვედრად, მელანიამ თეთრი "დიორის" კაბა და ოქროსფერი ფეხსაცმელები მოირგო. პირველი ლედის იმიჯს "ფიფქიას" სტილიც კი უწოდეს.