სელენა გომესმა ახალი ფეხსაცმელი წარმოადგინა, რომელიც მომღერლისა და სპორტული ბრენდის Puma-ს კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა. ახალი მოდელი Phenom წარმოდგენილია სამ ფერში - შავი, ღია ვარდისფერი და ღია ჭაობისფერი. სპორტული ფეხსაცმლის ღირებულება 90 დოლარია და მისი შეძენა Puma-ს ოფიციალურ, ონლაინ მაღაზიაშია შესაძლებელი.
შეგახსენებთ, სექტემბერში სელენამ სპორტულ ბრენდთან თანამშრომლობა დააანონსა: „მე ბედნიერი ვარ, რომ გავხდი Puma-ს გუნდის წევრი, მათ მოდის ინდუსტრიასა და სპორტულ სამოსზე ადამიანების შეხედულებები შეცვალეს. მომწონს იმაზე დაკვირვება, თუ როგორ გავლენას ახდენს ეს ბრენდი მოდასა და კულტურაზე და ერთი სული მაქვს როდის გავხდები ამ ისტორიის ნაწილი. ვიმედოვნებ ჩვენ ერთად შევქნით რაღაც განსაკუთრებულს.“ Puma-ს საერთაშორისო ბრენდ-მენეჯერმა ადამ პეტრიკმა განაცხადა, რომ სელენა გომესთან თანამშრომლობის შედეგად მათი ბრენდი ქალის ხაზის გაფართოებასა და განვითარებას გეგმავს. მისი თქმით მომღერალმა დიდი გამბედაობა გამოიჩინა, როდესაც საკუთარი ავადმყოფობის შესახებ სახალხოდ ისაუბრა: „სელენა არ უშინდება გამოწვევებს, ის ჯიუტია საკუთარ ბრძოლაში. სწორედ ეს არის Puma-ს მთავარი მიმართულებაც.“