მოდის სახლ Oscar de la Renta-ს ახალი, გაცილებით ახალგაზრდული ხედვა ჩამოუყალიბდა. ამის მიზეზი ახალი კრეატიული დირექტორების - ლაურა კიმისა და ფერნანდო გარსიას დანიშვნაა. ახალგაზრდა დიზაინერებმა იციან რა სურს თანამედროვე პატარძალს: სიმსუბუქე, ნაკლები დეკორაცია და ამასთანავე, ტრადიციების პატივისცემაც. ახალ, 2018 წლის საშემოდგომო კოლექციაში ლაურა და ფერნანდო სწორედ ამის ასახვას ეცადნენ. მასში წარმოჩენილია მაქმანიანი სამოსი და ლაკონიური კოსტიუმი შარვალთან ერთად.